„ქართული ოცნება" რიგითი მოსამართლეების დახურული წესით დანიშვნის მომხრეა

© Sputnik / Alexander Imedashviliთამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთო სასამართლოების მოსამართლეების დანიშვნის საკითხს მეტი მსჯელობა და დასაბუთება სჭირდება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.
„ქართული ოცნება" რიგითი მოსამართლეების დახურული წესით დანიშვნის მომხრეა

„რაც შეეხება რიგითი მოსამართლეების დანიშვნის საკითხს, ჩვენ ვენეციის კომისიაზე, პრინციპში, ვერ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს უნდა ხდებოდეს ღია წესით. ღია წესით იყო 2012 წლამდე, იყო ბევრი შენიშვნა ამასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, 2013 წელს შეიცვალა და გახდა დახურული. ამიტომ, ისევ გახსნას მგონი ცოტა უფრო მეტი მსჯელობა და დასაბუთება სჭირდება." — აღნიშნა თმარ ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გათვალისწინებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაცია.

ყველა ახალი ამბავი
0