ამინდი საქართველოში: დასავლეთ საქართველოში +28

გამოწერა
უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება.

ხუთშაბათი, 24 მაისი

დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, თუმცა ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. დღის განმავლობაში მშრალი ამინდი იქნება აღმოსავლეთ საქართველოში, დღის ბოლოს კი ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვით. დასავლეთ საქართველოში ქარი წამში 8-13 მეტრის სიჩქარით, ხოლო აღმოსავლეთში წამში 10-15 მეტრის დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 6-11 გრადუსი სითბო, დღისით — 20-25. მაღალ მთაში ღამით იქნება 0 პლუს 5, დღისით — 11-16 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 4-9 გრადუსი სითბო, დღისით — 22-27. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 2 პლუს 3, დღისით — 12-17 გრადუსი სითბო.

თბილისში დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება და დღის ბოლოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით იქნება 8 გრადუსი სითბო, დღისით — 24.

პარასკევი, 26 მაისი

დასავლეთ საქართველოში მოღრუბლული და ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით დასეტყვით მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, აღმოსავლეთში დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 7-12 გრადუსი სითბო, დღისით — 23-28. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 2 პლუს 3, დღისით — 15-20 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 6-11 გრადუსი სითბო, დღისით — 22-27. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 2 პლუს 3, დღისით — 14-19 გრადუსი სითბო.

თბილისში დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება და ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით იქნება 11 გრადუსი სითბო, დღისით — 26.


ყველა ახალი ამბავი
0