26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 26 წელიწადს აღნიშნავს. 1918 წლის ამ დღეს ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა საქართველოს რესპუბლიკამ სამი წელი იარსება — 1921 წლის თებერვლამდე. ქვეყნის დამოუკიდებლობა 1991 წელს აღდგა.
აზერბაიჯანში სახელმწიფო დღესასწაული — რესპუბლიკის დღე 28 მაისს აღინიშნება. აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება მე-20 საუკუნის დასაწყისში ტფილისში, კავკასიის მეფისნაცვლის სასახლეში მოხდა, და სწორედ თბილისში რამდენიმე კვირის განმავლობაში ფუნქციონირებდა ახალი აზერბაიჯანული მთავრობა. საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
იმაზე, თუ როგორ ყალიბდებოდა ახალი რესპუბლიკები და როგორ ვითარდებოდა მათ შორის თანამშრომლობა, ვიდეოხიდის მონაწილეები ისაუბრებენ:
თბილისში:
— ისტორიის დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი მამუკა გოგიტიძე.
ბაქოში:
— ნამიკ მამეზადე, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე;
— რაშად რუსტამოვი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
ვიდეოხიდში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს, რომელიც გაიმართება თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი, 61, მე–5 სართული, ბლოკი С. ტელეფონი: 555 90 89 77.
მასმედიის აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977. თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრის ანონსების გამოწერაზე განაცხადები გაგზავნეთ მისამართზე media@sputnik-georgia.com