მამუკა გიორგაძემ პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი" შეაფასა

© Sputnik / Alexander Imedashviliმამუკა გიორგაძე
მამუკა გიორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი" გრძელდება.
მამუკა გიორგაძემ პროექტი "გადაწერე ვეფხისტყაოსანი" შეაფასა

„21-ე საუკუნეში ჩვენ, ყველა ერთად, მთელი საზოგადოება, შევქმნით ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანს". ამ ღონისძიებების ერთობლიობა კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს ხაზს „ვეფხისტყაოსნის" მნიშვნელობას და იმას, რომ ჩვენ რუსთაველის ქვეყნიდან ვართ", — განუცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მამუკა გიორგაძემ ტელეკომპანია „იმედს".

პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი" 15 მაისს, ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე დაიწყო, 16 მაისს კი „ვეფხისტყაოსნის" სტროფები ვარძიის ტერიტორიაზე გადაწერეს. პოემის გადაწერა საზეიმოდ 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0