ქართული ავტოგასამართი სადგურები მსოფლიოს საუკეთესოთა ტოპ-ათეულშია

გამოწერა
ბათუმსა და გორში ავტოგასამართი სადგურების უჩვეულო არქიტექტურა უცხოურმა გამოცემამ შეაფასა.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ავტოგასამართი სადგურები გორთან ახლოს ავტომაგისტრალზე და ბათუმში, ამერიკული ინტერნეტ-გამოცემა Quartz-ის ვერსიით, 2017 წელს საუკეთესო სადგურების ათეულში მოხვდა.

Socar-ის ავტოგასამართმა სადგურმა ბათუმში რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა. ის შერწყმულია McDonald's-ის შენობასთან.

ბათუმის McDonald's-ის შენობა 2013 წელს აიგო. პროექტის ავტორია გიორგი ხმალაძე კომპანიიდან Khmaladze Architects. შენობას არქიტექტურის გამო არაერთი მსოფლიო ჯილდო აქვს მიღებული.

© FB / McDonaldsGeoბათუმის "მაკდონალდსი"
Здание Макдональдс в Батуми - Sputnik საქართველო
ბათუმის "მაკდონალდსი"

რაც შეეხება ავტოგასამართ სადგურს გორთან, ის რეიტინგში მეცხრე ადგილზეა. ავტოგასამართი სადგური კომპანია Wissol-ს ეკუთვნის და თავისი უჩვეულო არქიტექტურით არის ცნობილი. პროექტის ავტორია გერმანელი არქიტექტორი იურგენ მაიერი.

რეიტინგში პირველი ადგილი უკავია ავტოგასამართ სადგურს Rest Area Niemenharju ფინეთში, მას მოსდევს POPS Arcadia Route 66 აშშ-ში.

ყველა ახალი ამბავი
0