თბილისი და ბაქო სამხედრო თანამშრომლობას განამტკიცებენ

© FB / Министерство обороны Грузииზაქირ ჰასანოვი და ლევან იზორია
ზაქირ ჰასანოვი და ლევან იზორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაკირ ჰასანოვი ეწვია.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ, განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაკირ ჰასანოვმა თბილისში ვიზიტისას.

ჰასანოვი თბილისში ოფიციალური ვიზიტით ორშაბათს ჩამოვიდა. ის სამინისტროში უკვე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას ლევან იზორიას.

„ჩვენ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გვაქვს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ეს აღნიშნა. მე ყველა ამ ინიციატივას მივესალმები და მხარს ვუჭერ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა უფრო სწრაფად განვითარდება", — განაცხადა ჰასანოვმა შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე.

სამხედრო წვრთნები საქართველოში - Sputnik საქართველო
მედია: საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი წელს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ

იზორიამ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს და მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები მიმართული იყოს რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს სამხედრო წვრთნები, რომლებშიც პერიოდულად ერთად მონაწილეობენ ქართველი და აზერბაიჯანელი სამხედროები. კერძოდ, საუბარი იყო პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გამართულ სწავლებებზე.

იზორიასთან შეხვედრის შემდეგ ჰასანოვმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან. მხარეებმა სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ჰასანოვი და იზორია სამშაბათს ბათუმში გაემგზავრებიან. იქ მათ შეუერთდება თურქეთის თავდაცვის მინისტრი ფიქრი იშიკი. სამი ქვეყნის თავდაცვის უწყების მეთაურები სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში მორიგ სხდომას გამართავენ.

ყველა ახალი ამბავი
0