Sputnik-ის მკითხველთა უმეტესობა ტანსაცმელს ქართველ დიზაინერებთან არ ყიდულობს

© REUTERS / David MdzinarishviliTbilisi Fashion Week
Tbilisi Fashion Week - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველო“ შეეცადა გამოერკვია, რამდენად ყიდულობს მკითხველი ქართველი დიზაინერების პროდუქციას, რომელიც მსოფლიოში წლიდან წლამდე უფრო პოპულარული ხდება.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ტანსაცმელი „Sputnik–საქართველოს“ მკითხველთა შორის პოპულარობით არ სარგებლობს, ასეთია საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

ქართველი დიზაინერების მაღაზია - Sputnik საქართველო
გამოსაშვები საღამო 2017 – დიზაინერის რჩევები

კითხვაზე, „ყიდულობთ თუ არა ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს“, გამოკითხვაში მონაწილეთა უმეტესობამ (46,2%) უარყოფითი პასუხი გასცა.

ხოლო რესპონდენტების 42,3%-ს სურვილი კი აქვს შეძენის, მაგრამ თვლის, რომ ქართველი დიზაინერების მიერ შეკერილი ნაწარმი ძვირია. აღნიშნულ კითხვაზე დადებითი პასუხი მხოლოდ 11,5%-მა გასცა.

ქართველი დიზაინერები სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობენ უცხოეთში. მათი ნაწილი მუშაობს როგორც მაღალი შემოსავლის მქონე, ისე საშუალო შემოსავლის მქონე კლიენტებზე. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობისთვის ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ტანსაცმელი, მაღალი ფასიდან გამომდინარე, მიუწვდომელია.

ხშირად ქართველი დიზაინერები კოლექციებს ქმნიან იმისთვის, რათა საკუთარი პროდუქცია რუსულ, ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე გაიტანონ.

ყველა ახალი ამბავი
0