საყვარელიძე: არსებული პარტიები უშედეგო პარტიებად აღიქმებიან

გამოწერა
ქვეყანა ახალი პოლიტიკური ძალების გენერირებას ვერ ახდენს, ხოლო არსებული პარტიები ამომრჩევლების დიდ ნაწილს მობეზრდა, მიაჩნია პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს.
საყვარელიძე: არსებული პარტიები უშედეგო პარტიებად აღიქმებიან

„მათ, ვინც მხარს არც ერთ პარტიას არ უჭერს, პოლიტიკისადმი აპათია კი არ აქვთ, მოსაწონი არ ეგულებათ და ამიტომ არიან ამ პოზიციაზე. ჩვენი პრობლემა კი ის არის, რომ ქვეყანა ახალი პოლიტიკური ძალების გენერირებას ვერ ახდენს. საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში ეს სერიოზული პრობლემაა", — აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ „Sputnik–საქართველოსთან" საუბრისას.

აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ქვეყანაში მოქმედ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერს მხარს.

კითხვაზე, „რომელი პარტიაა თქვენთან ახლოს შეხედულებებით", რესპონდენტების 38%-მა უპასუხა – „არც ერთი პარტია".

ყველა ახალი ამბავი
0