როგორ მოვამზადოთ გემრიელი „კაპუჩინო“ სახლის პირობებში? "Sputnik-საქართველომ" გადაწყვიტა ერთ-ერთი რეცეპტი გაგიზიაროთ.
რესტორნის სტილში „კაპუჩინოს“ მოსამზადებლად საჭიროა შემდეგი ინგრედიენტები: ერთი ჩაის კოვზი ხსნადი ყავა, 100 გრამი მდუღარე წყალი, ½ ჩაის კოვზი თაფლი, ათქვეფილი ნაღები, მუსკატის კაკალი (ჯავზი), დარიჩინი.
დაასხით ყავას წყალი, დაამატეთ თაფლი და დაელოდეთ, სანამ გაიხსნება. ჩაასხით ყავაში ათქვეფილი ნაღები, ჩააყარეთ ერთი ცალი მუსკატის კაკალი და დარიჩინი. თქვენი „კაპუჩინო“ მზადაა! გემრიელად მიირთვით!