დედაქალაქის მერი, შესაძლოა, ქვეყნის მთავარი აუდიტორი გახდეს
„რამდენიმე ვერსია განიხილება, მათ შორის, ეს ვერსიაც", — ასე უპასუხა დავით ნარმანიამ ჟურნალისტის კითხვას, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს ლაშა თორდიას უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა ივლისში ეწურება.