სამშაბათი, 23 მაისი
დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანი ამინდი იქნება, უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით იქნება მომატებული ღრუბლიანობა, უმეტეს რაიონებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ქარიშხალია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია ღამით 9-14, ხოლო დღისით — 16-21 გრადუსი სითბო. მაღალმთიანეთში ღამით 3-8, ხოლო დღისით 9-14 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 7-12, ხოლო დღისით — 20-25; მაღალმთიანეთში ღამით 2-7, ხოლო დღისით — 11-16 გრადუსი სითბო.
თბილისში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი დედაქალაქში წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 11, ხოლო დღისით — 23 გრადუსი სითბო.
ოთხშაბათი, 24 მაისი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ქარის გაძლიერება.
დასავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია ღამით 8-13, ხოლო დღისით — 13-18 გრადუსი სითბო. მაღალმთიანეთში ღამით 2-7, ხოლო დღისით 7-12 გრადუსი სითბო იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელი 8-13, ხოლო დღისით — 16-21 გრადუსი სითბო. მაღალმთიანეთში ღამით 1-6, ხოლო დღისით — 8-13 გრადუსი სითბო იქნება.
თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი დედაქალაქში წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 11, ხოლო დღისით — 19 გრადუსი სითბო.