გიორგი შერმაზანაშვილი: გული მიგრძნობდა, რომ ჩემი გადაღებული კადრები ერთხელაც გამომადგებოდა
,,თავიდან მეგობრულ გარემოში დავიწყე ფოტოების გადაღება, ფოტოკამერა ციფრული კი იყო, მაგრამ ხარისხიანი არ ყოფილა. ასე დავაგროვე ბევრი კარგი კადრი“,- განუცხადა „Sputnik- საქართველოს“ გიორგი შერმაზანაშვილმა.
გიორგი შერმაზანაშვილი პროფესიით ეკონომისტი, საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადასახადო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეა. წარსულში ასევე იყო ლარის სიმბოლოს პროექტის მენეჯერი და საერთაშორისო საბანკო ანგარიშების (IBAN) დანერგვის პროექტის მენეჯერი.