უკრაინაში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

CC BY-SA 2.0 / houstondwiPhotos mp / Handcuffs and a Carდაკავებული ხელბორკილებში
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინა დავით ჩაჩიბაიას, მეტსახელად „დათო სვანის“ დეპორტირებას მეორედ აპირებს. მათი მონაცემებით, ის ე. წ. კანონიერი ქურდია.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დნეპრში საქართველოს მკვიდრი, ე. წ. კანონიერი ქურდი „დათო სვანი“ დააკავეს, აღნიშნულია უწყების ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

კრიმინალური ავტორიტეტი უკრაინაში ყალბი დოკუმენტებით ჩავიდა და ოდესის ოლქში ადგილობრივი დამნაშავეების საქმიანობის გაკონტროლებას ცდილობდა. ის შემდეგ დნეპრში გადავიდა, სადაც დააკავეს კიდეც.

ამჟამად, ქვეყნის მიგრაციული კანონმდებლობის ნორმების დარღვევისთვის ქვეყნიდან მისი გამოძევების პროცედურები მიმდინარეობს. მას სამი წლით უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალება.

მსჯავრდებული - Sputnik საქართველო
შსს-ს 325 „კანონიერი ქურდი" ჰყავს აღრიცხული

დავით ჩაჩიბაია, იგივე „დათო სვანი“ უკრაინიდან, კერშოდ ოდესიდან  უკვე იყო დეპორტირებული 2016 წლის ივნისში, მაგრამ ის არ დაუკავებიათ.

საქართველოში ჩაჩიბაია საქართველო–სომხეთს საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. მას წაუყენეს ბრალდება საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდობისთვის.

2016 წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ჩაჩიბაია დამნაშავედ მხოლოდ საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობაში ცნო და მას ჯარიმის (6,5 ათასი ლარი) გადახდა დააკისრა.

2005 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა მუხლი "ქურდული სამყაროს წევრობა, "კანონიერი ქურდი". მაშინ ქურდული სამყაროს წევრობა სამიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით (ჯარიმით ან უჯარიმოდ) ისჯებოდა, ხოლო „კანონიერ ქურდებს" პატიმრობა ხუთიდან ათ წლამდე ემუქრებოდათ (ჯარიმით ან უჯარიმოდ).

შემდეგ სასჯელი გაამკაცრეს — ამჟამად ქურდული სამყაროს წევრობა ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით (ჯარიმით ან უჯარიმოდ) ისჯება, ხოლო „კანონიერ ქურდებს" პატიმრობა შვიდიდან ათ წლამდე ემუქრებათ (ჯარიმით ან უჯარიმოდ).

 

ყველა ახალი ამბავი
0