თეკლა მელაძე:ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა ნიუ-იორკში იყო
თეკლა მელაძე: „ხატვის სურვილი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც პარიზში, მონმარტრზე გასულ ქართველ მხატვრებს ხატვის დროს ვაკვირდებოდი“- განუცხადა „Sputnik- საქართველოს” თეკლა მელაძემ.
თეკლა მელაძე — თვითნასწავლი თინეიჯერი მხატვარი. მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს ისეთ სივრცეში იყო გამოფენილი, როგორიცაა: საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ იორკში, არტ ექსპო ნიუ-იორკში, საერთაშორისო ექსპო,,ny now'' ჯავის ცენტრი (ნიუ იორკი), ქართული კულტურის ცენტრი (ნიუ იორკი), ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, თბილისში, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი