თბილისში საავადმყოფოს მისამართით სროლა ატყდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ინფექციური საავადმყოფოს მისამართით განხორციელებული სროლის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, ერთი ტყვია პაციენტის საწოლს მოხვდა.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. უცნობმა პირებმა რესპუბლიკური კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს მისამართით რამდენიმე გასროლა განახორციელეს, დაშავებულები არ არიან, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

პაციენტებს სროლის ხმები ქუჩიდან შემოესმათ, ამის შემდეგ რამდენიმე ტყვია ერთ-ერთი პალატის ფანჯარას, ერთი ტყვია კი პაციენტის საწოლს მოხვდა. ინციდენტის შედეგად, რომელიც გასულ ღამეს მოხდა, არავინ დაშავებულა.

ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა პოლიცია.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება“, რაც დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, 

სასჯელის სახით ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე ვადით ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0