გორის რაიონის ორი სოფელი სეტყვამ მოსავლის გარეშე დატოვა

© photo: Sputnik / Igor Podgorny / გადასვლა მედიაბანკშისეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გორის რაიონის სოფლების მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, რადგან უამინდობამ წელს ისინი მოსავლის გარეშე დატოვა.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ძლიერმა სეტყვამ, რომელიც დაახლოებით 14-20 წუთი გაგრძელდა, გორის რაიონის სოფელ არაშენდასა და ვარიანში ნათესები გაანადგურა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2

წვიმა თბილისში - Sputnik საქართველო
ამინდი საქართველოში: სინოპტიკოსები წვიმიან უქმეებს გვპირდებიან

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ასევე ვენახები და ხეხილის ბაღები დააზიანა.

ორი თვის წინ ყინვამ გორის რაიონის სოფლებში მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.

სოფელ სობისში წვიმას ძლიერი ქარი დაერთო, რომელმაც რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას ხელმ უამინდობა უშლის. 

მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, წვიმები საქართველოში ორშაბათამდე გაგრძელდება.


ყველა ახალი ამბავი
0