ვინ იყიდის ქართულ კაკალს
„ქართულ კაკალს ექსპორტის პოტენციალი ევროკავშირში, ახლო აღმოსავლეთში და აზიაში აქვს. თუმცა ამ ბაზრებზე შესასვლელად, ფასი უნდა იყოს კონკურენტული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სურსათის უვნებლობის და პროდუქტის ხარისხის მოთხოვნები დაცული იყოს. საქართველოს კაკლის წარმოების კუთხით კავკასიაშიც შეუძლია ლიდერი გახდეს კაკლის წარმოებაში, დღეს-დღეობით ის აზერბაიჯანის შემდეგ მეორე ადგილზეა"- აღნიშნა ირაკლი ჩიქავამ Sputnik საქართველოსთან საუბრისას.
პროექტი "დანერგე მომავალი"-ს ფარგლებში გაშენებული იქნა 1372 ჰა კაკლის ბაღი. მათ შორის 2015 წელს 223 ჰა ბაღი გაშენდა, 2016 წელს 661 ჰა, ხოლო 2017 წლის ზამთარსა და გაზაფხულზე უკვე გაშენებული 488 ჰა კაკლის ბაღი. გაშენებული ბაღების უმეტესობა 2 რეგიონზე მოდის, 580 ჰა კახეთშია გაშენებული, 344 ჰა კი ქვემო ქართლში.