სკოლებში „ბოლო ზარი" დაირეკა

© photo: Sputnik / Бесик Пипияსკოლა, ახალი სასწავლო წელი
სკოლა, ახალი სასწავლო წელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მე-12 კლასის მოსწავლეები სკოლაში სწავლის ბოლო დღეს, "ბოლო ზარს" აღნიშნავენ.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საჯარო სკოლებში მე-12-კლასელებისთვის დღეს "ბოლო ზარი" დაირეკა.

გამოსაშვებ გამოცდებს 21-დან 25 მაისის ჩათვლით 40000-ზე მეტი მოსწავლე ჩააბარებს. ისინი 1500-ზე მეტ საჯარო სკოლაში ჩატარდება. „ბოლო ზარისთვის" მოსწავლეები ტრადიციულად პედაგოგებისთვის კონცერტებს ამზადებენ. მოსწავლეები ღონისძიებაზე მიდიან თეთრი პერანგებით, რომლებსაც სამახსოვრო წარწერებით მოხატავენ.

სკოლადამთავრებულები 21 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ჩააბარებენ, ხოლო ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები ქართული ენის, როგორც მეორე ენის გამოცდას ჩააბარებენ. გარდა ამისა, 21 მაისს გეოგრაფიის გამოცდა ჩატარდება. უცხო ენასა და ბიოლოგიაში გამოცდები 22 მაისს ჩატარდება, ისტორიასა და ფიზიკაში — 23 მაისს, მათემატიკასა და ფიზიკაში — 24 მაისს, ქიმიაში — 25 მაისს.

სკოლის გამოსაშვები გამოცდები ჩატარდება CAT-ს პრინციპით (კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება). გამოცდების შედეგებს სკოლადამთავრებულები ადგილზევე გაეცნობიან.

ყველა ახალი ამბავი
0