თბილისი, 19 მაისი — Sputnik. შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ჯ.მ. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ჰეროინის შემცველი, კუსტარულად დამზადებული 0,2588 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).