„ერთი მხრივ ეს უკავშირდება ევროპისა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებს და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებს და მეორე მხრივ — იმ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოს ჩინეთთან გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია ის წინადადებებიც, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი ევროპელ ინვესტორებს შესთავაზებს" — აღნიშნა ლევან კალანდაძემ "Sputnik- საქართველოსთან" საუბრისას.
თბილისში საქართველო-ავსტრიის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მე-5 სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ავსტრიის რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევისა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით ბერნადეტე გირლინგერი უძღვებოდნენ. მხარეებმა განსაკუთრებულ ყურადღება დაუთმეს ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს, ასევე ტურიზმის სფეროში გამოცდილების გაზიარებას. როგორც სხდომაზე ითქვა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სფეროში ავსტრიის მხარესთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება. ეკონომიკური კომისიის ფარგლებში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას და სოფლის მეურნეობის სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვას.