ევრომოსამართლის თანამდებობაზე საქართველოდან 24 პრეტენდენტი დარჩა

© AFP 2024 / FREDERICK FLORINადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს შტაბ-ბინა სტრასბურგში
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს შტაბ-ბინა სტრასბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე კანდიდატებმა საქართველოდან, რომლებმაც ჩააბარეს გამოცდები ინგლისურ და ფრანგულ ენებში, გასაუბრება უნდა გაიარონ.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მოსახვედრად გამოცდის ჩაბარება უცხო ენაში 68 კანდიდატიდან 24-მა შეძლო, აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

კანდიდატებმა ჩააბარეს როგორც ინგლისური, ისე ფრანგული ენები. მათ ახლა გასაუბრების ეტაპი უნდა გაიარონ.

ევროსასამართლოს მოსამართლის თანამდებობისთვის ბრძოლას აგრძელებენ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი, გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ლატვიაში საქართველოს ყოფილი ელჩი კონსტანტინე კორკელია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები შოთა გეწაძე და თამარ ალანია და სხვები.

სანადირო თოფი - Sputnik საქართველო
ევროსასამართლოს მოსამართლის ძმის სახლში იარაღი აღმოაჩინეს

განმეორებითი კონკურსი საქართველოს მთავრობამ 20 თებერვალს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც იანვარში კანდიდატთა წარდგენილი სამკაციანი სია ევროპის საბჭომ უარყო. საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის პოსტზე წარდგენილი იყვნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, სტრასბურგის სასამართლოს თანამშრომელი გიორგი ბადაშვილი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის კანდიდატების შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპად იმართება — თავდაპირველად კომისია მსურველთა საკონკურსო განაცხადებს სწავლობს, შემდეგ კონკურსანტები უცხო ენაში გამოცდას აბარებენ.

წარმატებულ კანდიდატებს კომისია გაესაუბრება. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების მიხედვით სამდივნო გასაუბრების დღესვე გამოიყვანს თითოეული კანდიდატის საშუალო ჯამურ ქულას, რომლის საფუძველზეც, კანდიდატთა სქესის შესაბამისად, შედგება ორი სია. ამ ორი სიის საფუძველზე შედგება საბოლოო სია 5 კანდიდატით, რომელიც გენდერულად დაბალანსებული იქნება.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: ევროსასამართლომ Rustavi2-ზე გადაწყვეტილება პოლიტიკოსების ზეგავლენით მიიღო

სწორედ ამ სიას სამდივნო გააცნობს სახელმწიფო კომისიის წევრებს, ხოლო იუსტიციის მინისტრი, როგორც კომისიის თავმჯდომარე, წარუდგენს მას მთავრობას.

საქართველოს მთავრობა წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან შეარჩევს ნებისმიერ სამ კანდიდატს, რომელთა ვინაობა თავდაპირველად წარედგინება ევროპის საბჭოს მრჩეველთა პანელს. ისინი გასცემენ რეკომენდაციას იმის შესახებ, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. ამის შემდეგ სია გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომელიც რეკომენდაციას გაუწევს ერთ-ერთ კანდიდატს. პროცედურის დასასრულს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის სამივე კანდიდატზე კენჭისყრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გაიმართება.

2008 წლიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე საქართველოდან არის ნონა წოწორია, რომელსაც უფლებამოსილების ვადა უკვე ამოეწურა.

ყველა ახალი ამბავი
0