შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

© фото - public domainდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: "აკს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი, 395 საბრძოლო ვაზნა, 2 ხელყუმბარა და 3 ამფეთქი ფალია.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1954 წელს დაბადებული მოქალაქე დააკავეს, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: "აკს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი, 395 საბრძოლო ვაზნა, 2 ხელყუმბარა და 3 ამფეთქი ფალია.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით), რაც ოთხ წლამდე ვადით ტავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0