ჩინეთში ხანძარს 3 000 ადამიანი ებრძვის

© REUTERS / Ronen Zvulunტყის ხანძარი
ტყის ხანძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქია წუხელ აბობოქრდა. ხელისუფლებამ სასწრაფოდ გაიყვანა მოსახლეობა შემთხვევის ადგილიდან.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ჩინეთის ჩრდილოეთ რეგიონში გაჩენილ ტყის ხანძარს 3 ათასზე მეტი ადამიანი ებრძვის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგნეტო „სინჰუაზე“ დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, სტიქია წუხელ აბობოქრდა. ხელისუფლებამ სასწრაფოდ გაიყვანა მოსახლეობა შემთხვევის ადგილიდან.

საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ ცეცხლთან საბრძოლველად გამოსული 1200 მეხანძრის დასახმარებლად სტიქიის რაიონში სასწრაფოდ გადაიყვანეს დაახლოებით 1900 ადამიანი. ამჟამად ცეცხლს 8 სატვირთო ვერტმფრენიც ებრძვის.

ყველა ახალი ამბავი
0