თბილისი, 18 მაისი — Sputnik. უახლოეს მომავალში საქართველოს სამხედრო გზაზე, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილზე გვირაბის მშენებლობა დაიწყება.
გვირაბის სიგრძე 2 კილომეტრი იქნება, პროექტის ღირებულება 47 მილიონ ლარზე მეტია. მშენებლობას მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებს. გვირაბი, შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ერთ წელიწადში უნდა აშენდეს, ნათქვამია რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები.

ადგილი დარიალის ხეობაში, სადაც ახალი გვირაბის გაყვანა იგეგმება
საქართველოს სამხედრო გზა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მონაკვეთია საქართველოში. რთული კლიმატური პირობების გამო ზამთარში გზა ხშირად იკეტება და დიდ პრობლემებს უქმნის ადამიანებს.

