რუსეთის ჩემიონატში ქართველი ლეგიონერების წარმატება და მარცხი

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშისპარტაკის მოთამაშე ჯანო ანანიძე
სპარტაკის მოთამაშე ჯანო ანანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ჩემპიონატის XXIX ტურში საქართველოს ფეხბურთელებმა ერთი საგოლე გადაცემა და ავტოგოლი შეასრულეს.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე და მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი სოლომონ კვირკველია რუსეთის ფეხბურთის ჩემიონატის XXIX ტურის ერთ-ერთი მთავარი გმირები გახდნენ.

თუმცა, ერთი — დადებითი გმირი იყო, მეორე — უარყოფითი.

"სპარტაკმა" საკუთარ მოედანზე გროზნოს "ტერეკს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 მოიგო. შეცვლაზე 62 წუთს გამოსულმა ანანიძემ, დარჩენილ დროში თავი გამოიჩინა და ქვინსი პრომესს საგოლე პასი მისცა, რომელმაც შეხვედრის საბოლოო ანგარიში დაამყარა.

ქართველი ნახევარმცველისათვის ეს საგოლე გადაცემა სეზონზე მეორე გახდა. გარდა ამისა, ანანიძემ "სპარტაკის" შემადგენლობაში 21 მატჩში სულ ოთხი გოლი გაიტანა.

რაც შეეხება საბა კვირკველიას, საქართველოს ნაკრების ძირითადმა მცველმა საკუთარ ანგარიშზე ერთი გოლი ჩაწერა. თუმცა ეს… ავტოგოლი იყო.

"ურალის" წინააღმდეგ გასვლითი თამაშისას "რკინიგზელები" პეიჩინოვიჩისა და ფერნანდესის ზუსტი დარტყმების შემდეგ ანგარიშით 2:0 იგებდნენ.

თუმცა, მატჩის დასასრულს, მასპინძლებმა შეამცირეს სხვაობა. ჩესემბამ საჯარიმოს გათამაშების შემდეგ ძლიერად დაარტყა, ბურთი ქართველი მცველის ფეხს მოხვდა, მან შეიცვალა მიმართულება და კარებში აღმოჩნდა.

გასულ ტურში კვირკველია სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, როდესაც "ლოკომოტივმა" ანგარიშით 4:0 "ორენბურგს" მოუგო.

კვირკველია "ლოკომოტივში" მიმდინარე წლის ზამთარში "რუბინიდან" გადავიდა. მოსკოვის კლუბის შემადგენლობაში მცველი თამაშობს იჯარის უფლებით, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0