თბილისი, 18 მაისი — Sputnik. 2015 წლის ნობელის ლაურეატმა, ბელარუსმა მწერალმა სვეტლანა ალექსიევიჩმა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთან საუბრისას საკუთარი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ საღ-სალამათია.
მანამდე საფრანგეთის კულტურის მინისტრმა ფრანსუაზ ნისენმა Twitter-ის საკუთარ აკაუნტში ალექსიევიჩის გარდაცვალების შესახებ დაწერა.
"ვკითხულობდი სიახლეებს… ვინ მოიგონა და რისთვის… მე ვიმყოფები კორეაში, სეულში, კორეულ ენაზე დაწერილი ჩემი წიგნების პრეზენტაციაზე", — განუცხადა ალექსიევიჩმა РИА Новости-ს ხუთშაბათს ტელეფონით.
მწერალმა ასევე აღნიშნა, რომ ის ჯანმრთელობას საერთოდ არ უჩივის.