სახელმწიფოს განვითარებაში ექსპერტთა საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო და ინტელექტუალური ელიტის მონაწილეობის საკითხი საქართველოში აქტუალურობას არ კარგავს. სამეცნიერო წრეების გამოცდილება და ცოდნა წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნას სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანების გადაჭრისას — პოლიტიკაში, ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში. საქართველოში არის თუ არა დამყარებული ხელისუფლებისა და სამეცნიერო ელიტის თანამშრომლობა? როგორ უნდა გამოიყენონ სამეცნიერო ცოდნა იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ქართული საზოგადოების წინაშე დგას? ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელებენ მრგვალი მაგიდის მონაწილეები:
— გელათის აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, პარტია "თეთრების" თავმჯდომარე თეიმურაზ შაშიაშვილი;
— პროფესორი, ავტორი პროექტისა "ქართული ეკონომიკური სასწაული", პაატა გიორგაძე;
— პროფესორი გიორგი გაგოშიძე.
მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს, რომელიც გაიმართება თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი, 61, მე–5 სართული, ბლოკი С. ტელეფონი: 555 90 89 77.
მასმედიის აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977.
თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრის ანონსების გამოწერაზე განაცხადები გაგზავნეთ მისამართზე: media@sputnik-georgia.com