"მაშა და დათვი", როგორც ბავშვების შინაგანი სამყაროს ასახვა

© photo: Sputnik / Игорь Руссак / გადასვლა მედიაბანკშიმაშა და დათვი
მაშა და დათვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
"Sputnik-საქართველომ" ფსიქოლოგს მულტფილმ "მაშა და დათვის" შეფასება სთხოვა.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. რუსულ მულტფილმს "მაშა და დათვი" როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების ფსიქოლოგები არაცალსახად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ის ბავშვების ფსიქიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, მაგრამ ამ აზრს ქართველი ფსიქოლოგი დავით ამირეჯიბი არ ეთანხმება.

ოთხშაბათს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ მულტფილმი "მაშა და დათვი", რომელიც რუსული კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება, ქართველ ბავშვებში ისევ ერთ-ერთი უსაყვარლესი მულტფილმია.

"ბავშვები არც კი შეხედავდნენ ამ მულტფილმს, საკუთარი თავი მთავარ გმირთან, ანუ მაშასთან რომ არ გააიგივონ. დიახ, ის ზოგჯერ ურჩი და ახტაჯანაა, მაგრამ ყველა ბავშვი ცელქია. ბავშვები უყურებენ ამ მულტფილმს და იმავე ემოციებს განიცდიან თავად", — განაცხადა ამირეჯიბმა "Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში.

კადრი მულტფილმიდან „მაშა და დათვი - Sputnik საქართველო
„მაშა და დათვი" საქართველოში ინგლისური ენის პოპულარიზაციას უშლის ხელს

მულტფილმისადმი ასეთი დიდი ინტერესი მოწმობს, რომ ბავშვები მასში საკუთარ განცდებსა და შეგრძნებებს ხედავენ, აღნიშნავს ფსიქოლოგი.

ცუდი ყოფაქცევისა და ხასიათის დემონსტრირება, ოინები, რომლებიც მაშას ყოველთვის ეპატიება — ზოგიერთი მშობელი საქართველოში სოციალურ ქსელებში წერს, რომ შვილებს ამ მულტფილმის ყურებას უკრძალავს. მაგრამ, ამირეჯიბის თქმით, მულტფილმი ბავშვისათვის ერთგვარი თერაპიაა.

"მულტფილმი აგრესიას კი არ ნერგავს, არამედ ბავშვის შინაგან განწყობას ეხმიანება. მაგალითად, ინგლისური მულტფილმი პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრები ბავშვის შინაგანი სამყაროს ასახვას და გადმოცემას ვერ შეძლებს. "მაშა და დათვი" აჩვენებს, რომ მას ინტერესით უყურებენ ქართველი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი, რუსი, სომეხი, მაგრამ არა ევროპელი ბავშვები, რადგან მათ სულ სხვა აღქმა აქვთ", — აღნიშნა ამირეჯიბმა.

მულტფილმი "მაშა და დათვი" საქართველოს ყურადღების ცენტრში პირველად არ აღმოჩნდა. მანამდე განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ საბავშვო ბაღები ქვეყანაში მათზე დაკისრებულ მოვალეობებს სათანადოდ არ ასრულებენ, ბავშვებს კი "მაშა და დათვი" ზრდის.

 

ყველა ახალი ამბავი
0