თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლებმა თაღლითური გზით ძვირადღირებული მიწის ნაკვეთის მითვისებისთვის ოთხი ადამიანი, მათ შორის, ყოფილი ჩინოვნიკი დააკავეს.
სულ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ხუთი ადამიანი, მათგან დააკავეს ოთხი. მათ შორისაა სოფელ ლისში მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი, აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
საუბარია ლისის ტბასთან 1,5 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთზე. გამოძიება ამტკიცებს, რომ ბრალდებულებმა ეს ტერიტორია მფლობელობის შესახებ ყალბი დოკუმენტებით მიითვისეს, კერძოდ, ყალბი მიღება—ჩაბარების აქტებით და მიწის გადასახადის გადამხდელთა ყალბი საგადასახადო სიების გამოყენებით.
შემდეგ ბრალდებულებმა მიწის ეს ნაკვეთი მილიონ ლარზე მეტად გაყიდეს. ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს ძველი მიღება—ჩაბარების აქტების ცარიელი ბლანკები.
სისხლის სამართლის საქმე აღძრული სსკ-ის მუხლით "თაღლითობა განსაკუთრებით დიდი ოდენობით", რაც ისჯება ჯარიმით ან 6-დან 9 წლამდე პატიმრობით.
გამოძიება სხვა შესაძლო დამნაშავეების გამოვლენაზე მუშაობს.