ვინ იყო სინამდვილეში დრაკულას მამა...

© AP Photo, Andreea Alexandruციხე-სიმაგრე ბრანი რუმინეთში
ციხე-სიმაგრე ბრანი რუმინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე ერთი მეტად თავისებური და საინტერესო გმირი გამოჩნდება. არ შეგეშინდეთ, ეს იქნება გრაფი, არისტოკრატი და ამავე დროს მსოფლიოში, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვამპირი დრაკულა, რომელიც მოიგონა მასზე არანაკლებ საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ირლანდიელმა მწერალმა აბრაჰამ (ბრემ) სტოკერმა. წიგნი დრაკულას შესახებ კი პირველად გამოიცა ზუსტად ამ დღეს, 120 წლის წინ, ანუ 1897 წლის 18 მაისს.

თავად ბრემ სტოკერი დაიბადა 1847 წელს ირლანდიაში. ის ოჯახში შვიდი ბავშვიდან მესამე გახლდათ და საინტერესოა, რომ 7 წლის ასაკამდე არამცთუ სიარული, ფეხზე დგომაც კი არ შეეძლო.

რაც მთავარია, ვერც ერთი ექიმი ვერ იგებდა მისი უცნაური დაავადების მიზეზს და მისი სრული გამოჯანმრთელება მათთვის ისეთივე მოულოდნელი, აუხსნელი და იდუმალებით აღსავსე გახდა, როგორც თავად დაავადება.

CC BY-SA 2.0 / FLICKR, William Murphy / Dublin Street Art - Abraham Stroker (sic)პლაკატი აბრაჰამ სტოკერის გამოსახულებით
პლაკატი აბრაჰამ სტოკერის გამოსახულებით - Sputnik საქართველო
პლაკატი აბრაჰამ სტოკერის გამოსახულებით

1864 წელს ბრემმა ჩააბარა პრესტიჟულ ტრინიტი კოლეჯში და სახელი გაითქვა, როგორც ცნობილმა ათლეტმა და ფეხბურთელმა. ამავე დროს კოლეჯში სწავლის დროს ის ერთნაიარად კარგად ეუფლებოდა როგორც ისტორიასა და ლიტერატურას, ასევე ფიზიკასა და მათემატიკას.

ბრემი აქტიურ მონაწილეობას იღებდა უნივერსიტეტის „ფილოსოფიური საზოგადოების“ მუშაობაში და ცოტა ხანში მის თავმჯდომარედაც აირჩიეს.

ბრემი მეგობრობდა „გოთიკური პროზის“ ერთ-ერთ მეტრთან ჯოზეფ თომას შერიდან ლე ფანიუსთან, რომელსაც „მეორე ედგარ პოს“ უწოდებდნენ. ის ასევე ახლოს იცნობდა სერ არტურ კონან დოილს, რომელიც, დეტექტივების წერის გარდა, სპირიტიზმითაც სერიოზულად იყო დაინტერესებული.

სტოკერი მთელი 8 წლის განმავლობაში სწავლობდა აღმოსავლეთი ევროპის ფოლკლორსა და ლეგენდებს ვამპირების შესახებ, შემდეგ კი გამოსცა რომანი „დრაკულა“. სხვათა შორის, ის სხვა ჟანრების დაუფლებასაც ცდილობდა, მაგალითად, ბავშვებისთვის წერდა მოთხრობებს, მაგრამ, ცხადია, რომ არა ეს რომანი, რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა, დღეს, სავარაუდოდ, მისი სახელი ძალიან ცოტას ეცოდინებოდა.

აღსანიშნავია, რომ სახელი „დრაკულა“ შემთხვევითი ან მოგონილი არ გახლავთ, ასე ერქვა რეალურ ადამიანს — ვლად ცეპეშს, რომელიც XV საუკუნეში ვალაჰეთს მართავდა და ისტორიაში შევიდა, როგორც ვლად III დრაკულა (ანუ „დრაკონის შვილი“).

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Matt Kieffer / The Old Court ruins - Bucharest, Romaniaვლახეთის მმართველი ვლად III ცეპეში (დრაკულა)
ვლახეთის მმართველი ვლად III ცეპეში (დრაკულა) - Sputnik საქართველო
ვლახეთის მმართველი ვლად III ცეპეში (დრაკულა)

კრიტიკოსებმა „დრაკულა“ საუკეთესო გოთიკურ რომანად შეაფასეს. სხვათა შორის, გასაკვირია, მაგრამ რომანტიკოს ალექსანდრ ბლოკს რომანი ძალიან მოეწონა და მას „შესანიშნავი და ამოუწურავი“ უწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტოკერი არ იყო პირველი მწერალი, ვინც ნაწარმოების მთავარ გმირად ვამპირი გამოიყვანა, სწორედ მის რომანს უნდა ვუმადლოდეთ შემდგომში ამ თემაზე უამრავი წიგნისა და ფილმის გამოჩენას.

© Sputnik, Sergei Subbotinვიშეგრადის ციხის ნანგრევები. ვლად ცეპეშმა (დრაკულა) ამ ციხეში, რომელშიც იგი უნგრეთის მეფე მათიაშმა გამომაწყვდია, 20 წელი გაატარა
ვიშეგრადის ციხის ნანგრევები. ვლად ცეპეშმა (დრაკულა) ამ ციხეში, რომელშიც იგი უნგრეთის მეფე მათიაშმა გამომაწყვდია, 20 წელი გაატარა - Sputnik საქართველო
ვიშეგრადის ციხის ნანგრევები. ვლად ცეპეშმა (დრაკულა) ამ ციხეში, რომელშიც იგი უნგრეთის მეფე მათიაშმა გამომაწყვდია, 20 წელი გაატარა

კერძოდ, „დრაკულას“ მიხედვით შეიქმნა რამდენიმე ფილმი. ერთ-ერთში, რომლის რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა გახლავთ, გრაფის როლს შესანიშნავად ასახიერებს გარი ოლდმენი. მის გარდა ფილმში გადაღებული არიან ენტონი ჰოპკინსი, კიანუ რივზი, მონიკა ბელუჩი, ვაინონა რაიდერი. ფილმმა მიიღო 3 „ოსკარი“ და 5 „სატურნი“.

თუ ვერ მოასწარით აქამდე ნახვა, გულით გირჩევთ, ძალიან ლამაზი ფილმია, თუმცა ცოტა საშიში…

რომანის პირველი ეკრანიზაცია კი ჯერ კიდევ 1920 წელს განხორციელდა. ფილმი გადაიღეს რუსეთში, მაგრამ დღეს ის დაკარგულია. 1921 წელს გამოვიდა უნგრელი კინემატოგრაფისტების ნამუშევარი „დრაკულას სიკვდილი“. სულ კი XX საუკუნის ბოლომდე გრაფ დრაკულაზე 15 ფილმი იყო გადაღებული. ბოლო ფილმი, რამდენადაც მე ვიცი, ეკრანებზე 2014 წელს გამოვიდა. ის რეჟისორ გარი შორის სადებიუტო ფილმია და დრაკულას როლს ასევე ძალიან საინტერესოდ ასრულებს ლუკ ევანსი.

რაც შეეხება ბრემ სტოკერის პირად ცხოვრებას, მისი მეუღლე გახლდათ ირლანდიის ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონი ფლორენს ბელქჰემი, რომელზეც ნახევარი ირლანდია იყო შეყვარებული, მათ შორის, ბრემის მეგობარი ოსკარ უაილდიც. ფლორენსმა მაინც ბრემი არჩია. არც არის გასაკვირი – ალბათ, მისტიკურ და საიდუმლო სამყაროში მცხოვრებ ადამიანს ქალების საკუთარ თავზე შეყვარების განსაკუთრებული საიდუმლოც გააჩნდა. მათ ერთი ვაჟი გაუჩნდათ — ნოელი.

გისურვებთ წარმატებულ, ლამაზ და ცოტა მისტიკურ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0