ხვიჩა მაღლაკელიძე: როცა ქუჩაში ბავშვს ეფერები ჰგონიათ, რომ ცუდი მიზანი გამოძრავებს
„გერმანიაში ბავშვს რომ მოეფერო ან დაჟინებით დაუწყო ყურება, დედას შეუძლია პოლიცია გამოიძახოს და გიჩივლოს“, — აღნიშნა ხვიჩა მაღლაკელიძემ.
მუსიკოსი ამის მიზეზად იქ მოჭარბებულ პედოფილიას ასახელებს. როგორც მან აღნიშნა, იქ ბავშვების სექსუალური ცხოვრება ძალიან ადრეულ ასაკში იწყება, ამიტომ როცა ბავშვს დაჟინებით აკვირდები ან ეფერები, ჰგონიათ, რომ ცუდი მიზანი გამოძრავებს.