უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე საქართველოს მაისში ეწვევა

© AFP 2024 / ATTILA KISBENEDEKუკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბი
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და უკრაინის პარლამენტების თავმჯდომარეები შეხვდებიან ჯერ ვარშავაში, მოგვიანებით კი - თბილისში.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვთან უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის ანდრეი პარუბის თბილისში დაგეგმილი ვიზიტი განიხილა.

პარუბა საქართველოს მაისის ბოლოს ეწვევა. მანამდე კი საქართველოსა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეები ერთმანეთს ვარშავაში შეხვდებიან, სადაც 17-20 მაისს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტი გაიმართება, ნათქვამია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

კობახიძემ და დოლგოვმა ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაციის პროცესი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

„ორ ქვეყანას ბევრი საერთო გამოწვევა აქვს და მათთან გასამკლავებლად საქართველომ და უკრაინამ საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის, სხვადასხვა საპარლამენტო ფორუმზე კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ", — აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო - Sputnik საქართველო
მარგველაშვილმა პოროშენკო საქართველოში მოიწვია

2017 წელს საქართველო და უკრაინა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ.

2015 წლიდან საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაცივება შეიმჩნეოდა. როგორც კვირიკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, უკრაინასთან ასეთი ურთიერთობები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა განაპირობა.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა, ხოლო 2015 წლის მაისში მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. საქართველოს პროკურატურამ 2013 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეები აღძრა და უკრაინის ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის გადმოცემის თხოვნით არაერთხელ მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. 2015 წლის მაისში სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა და ეს თანამდებობა 2016 წლის სექტემბრამდე ეკავა. ამის შემდეგ პოროშენკოსა და სააკაშვილის გზები გაიყო — ყოფილი გუბერნატორი ოპოზიციაში გადავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0