ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდისადმი მიძღვნილ მსვლელობაში, რომელიც თბილისის ცენტრში გაიმართა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტოლენტა, თუ როგორ ჩაიარა მრავალათასიანმა აქციამ.
საქართველოში უკვე მესამე წელია აღინიშნება ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გამოაცხადა 2014 წელს. როგორც მაშინ პატრიარქმა აღნიშნა, ოჯახი "სახელმწიფოს და კაცობრიობის საფუძველია". "თუ ოჯახები იქნებიან მყარი, მყარი და შეუდრეკელი იქნება სახელმწიფოც", — განაცხადა ქართული ეკლესიის წინამძღოლმა დღესასწაულის გამოცხადების დღედ. მას შემდეგ თბილისის ცენტრში ყოველი წლის 17 მაისს ტარდება საზეიმო ღონისძიებები — ქართული ცეკვისა და სიმღერის გუნდების კონცერტები, პროგრამას კი მრავალათასიანი მსვლელობით ასრულებენ, როდესაც სასულიერო პირები და მორწმუნეები ხატებით, დროშებითა და საეკლესიო გალობით ქალაქის ცენტრალური ქუჩების გავლით წმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართებიან.