თბილისი, 17 მაისი — Sputnik. რუსეთის შსს-ს თანამშრომლებმა სანკტ-პეტერბურგში, მეტროსადგურების „სადოვაია“ და „სენაიას“ გადასასვლელში საქართველოს 60 წლის მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.
მამაკაცის ცხედარი სამშაბათს დილით აღმოაჩინეს, თუმცა, ეს ცნობილი ოთხშაბათს გახდა.
უწყების მონაცემებით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გულის იშემიური დაავადება გახდა. შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს გარდაცვლილის ძმა, რომელმაც მისი ამოცნობა შეძლო.