ოჯახის სიწმინდე VS ლგბტ-ს უფლებები

© Sputnik / Alexander Imedashviliმსვლელობა რუსთაველის გამზირზე
მსვლელობა რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაში ბევრი ბავშვი მონაწილეობს.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა დაიწყო ვარდების მოედნიდან სამების ტაძრისკენ, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

მსვლელობაში დაახლოებით 10 000 ადამიანი მონაწილეობს. მათი ნაწილი, მათ შორის, სასულიერო პირები ფილარმონიის შენობასთან 12:00 საათზე შეიკრიბა. 13:00 საათზე ისინი ვარდების მოედნისკენ გაემართნენ, მათ ხელში ეკავათ აწყურის და ივერიის ღვთისმშობლის ხატები და საქართველოს დროშები. ვარდების მოედანზე მათ სხვა ჯგუფი ელოდა.

© photo: Sputnik / Stringerმსვლელობა ოჯახის სიწმინდის დღეს
Шествие в День сплоченности и святости семьи в Тбилиси - Sputnik საქართველო
მსვლელობა ოჯახის სიწმინდის დღეს

მსვლელობაში მთელი ოჯახები მონაწილეობენ. ისინი ნელი სვლით მიუყვებიან რუსთაველის გამზირს, რომელიც საქართველოს დროშებით არის სავსე. ამ მასშტაბურ ღონისძიებაში ბევრი ბავშვი მონაწილეობს. ისინი, ისევე, როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლები, ჩოხებში არიან გამოწყობილი.

© Sputnik / Alexander Imedashviliმსვლელობაში ოჯახები მონაწილეობდნენ
В шествии в центре Тбилиси участвуют целыми семьями - Sputnik საქართველო
მსვლელობაში ოჯახები მონაწილეობდნენ

საქართველოს შსს-მ გუშინ მძღოლები გააფრთხილა იმის შესახებ, რომ ოთხშაბათს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით თბილისის ცენტრში ქუჩები გადაიკეტება. 09:30 საათიდან დაკეტილია გზა თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და ყველა მის გადაკვეთაზე. ვარდების მოედანი ჯერ კიდევ სამშაბათს დაკეტეს.

მანამდე თბილისის ცენტრში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ლგბტ-საზოგადოების უფლებადამცველები მთავრობის კანცელარიის შენობასთან შეიკრიბნენ. ამ დროისათვის ისინი დაიშალნენ.

ყველა ახალი ამბავი
0