კარიბის ზღვის მეკობრეები და კინო თბილისში: რა ვნახოთ 18-21 მაისს

© Sputnik / Alexander Imedashviliკინოთეატრის სალაროები
კინოთეატრის სალაროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„კარიბის ზღვის მეკობრეების" ეპიკური დაბრუნება, „სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავი ემილია კლარკი და „უცხოს" ახალი თავგადასავლები - "Sputnik-საქართველო" ტრადიციულად აგრძელებს ყველაზე „ცხელი" კინოპრემიერებისა და საინტერესო კინოფილმების მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა უქმეებზე არ უნდა გამოტოვონ.

18 მაისიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი კინოპრემიერები გაიმართება:

„კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრები ზღაპრებს არ ყვებიან" (Pirates of the Caribbean: Dead Men Tell No Tales) — რეჟისორების ჰოაკინ რონინგის და ესპენ სანდბერგის ამერიკული სათავგადასავლო ფილმი, „კარიბის ზღვის მეკობრეების" მეხუთე ნაწილი. კაპიტანი ჯეკ ბეღურა აღმოაჩენს, რომ მასზე მისი ძველი მტერი, საშინელი კაპიტან სალაზარი და მისი უჩინარი მეკობრეები ნადირობენ. ისინი ახლახან დაუსხლტნენ ეშმაკის სამკუთხედს და ყველა მეკობრის გაწყვეტას აპირებენ, ჯეკ ბეღურას ჩათვლით. მას მხოლოდ ყოვლის შემძლე არტეფაქტი — პოსეიდონის სამკაპა გადაარჩენს, რომელიც მის მფლობელებს სრულ კონტროლს მიანიჭებს ზღვებზე. თუმცა ჯეკ ბეღურა ხვდება, რომ ამას ვერ შეძლებს ჰექტორ ბარბაროსას დახმარების გარეშე, რომელსაც მეორე მძლავრი არტეფაქტი — შავწვერას ხმალი აქვს.

საინტერესო ფაქტები: ჯონი დეპი, ჯეფრი რაში, კევინ მაკნელი, კირა ნაითლი და ორლანდო ბლუმი ასრულებენ ჯეკ ბეღურას, ჰექტორ ბარბაროსას, ჯოშამი გიბსის, ელიზაბეტ სუონის და უილ ტერნერის როლებს. ფილომში ასევე დაკავებულნი არიან: ხავიერ ბარდემი (კაპიტან სალაზარი), ბრენტონ თუეიტესი (ჰენრი) და კაია სკოდელარიო (კარინა სმიტი).

"უცხო: კოვენანტი" (Alien: Covenant) — რიდლი სკოტის ამერიკული სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი, რომელიც წარმოადგენს ფილმ "პრომეთეს" არაპირდაპირ გაგრძელებას, უცხოს შესახებ ფილმების პირველი სერიის მეორე ნაწილს და უცხოთა სამყაროს შესახებ მეექვსე ფილმს. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, დაშორებული პლანეტის დათვალიერებისას, კოლონიალური ხომალდის „კოვენანტის" ეკიპაჟი აღმოაჩენს, რომ ის, რაც მათ თავიდან აღთქმული სამოთხე ეგონათ, სინამდვილეში — ბნელი და საშიში სამყაროა. მისი ერთადერთი ბინადარია — სინთეტიკური ანდროიდი დევიდი, რომელიც „პრომეთეს" განწირულ საექსპედიციო მისიას გადაურჩა. მთავარ როლებში: კეთრინ უოტერსტონი, მაიკლ ფასბენდერი, ჯეიმს ფრანკო და ნუმი რაპასი.

საინტერესო ფაქტები: ფილმ „უცხო 3"-ის გამოსვლის შემდეგ რიგლი სკოტი ყველანაირად თავს არიდებდა მისი ნახვას. როდესაც მან რამდენიმე წლის შემდეგ ნახა ეს ფილმი, ის მას კატეგორიულად არ მოეწონა. მოგვიანებით, მას ღირსეული სიკველის გადაღების იდეა გაუჩნდა.

„ყარყატის თავგადასავალი"(Richard the Stork) — გერმანიის, ბელგიის, ლუქსემბურგის და ნორვეგიის წარმოების მულტფილმი. მოვლენების ცენტრშია ბეღურა რიჩარდი, რომელიც დაბადებიდან ყარყატებთან იზრდებოდა და თავი ერთ-ერთი მათგანი ჰგონია. მაგრამ სამხრეთში მიგრაციის დრო მოდის. მშობლები შიშობენ, რომ რიჩარდი გადაფრენას ვერ გაუძლებს და მას სახლში ტოვებენ. მაგრამ ბეღურა გადაწყვეტს ყველას დაუმტკიცოს, რომ ის ნამდვილი ყარყატია. აფრიკაში ის დამოუკიდებლად გაემგზავრება. გზაში გაიცნობს უცნაურ ბუს და ექსცენტრიულ თუთიყუშს, რომელიც დიდ სცენაზე ოცნებობს. ეს სამეული ავტობუსით, მატარებლით და საკრუიზო ლაინერით თავზეხელაღებულ მოგზაურობას იწყებს.

საინტერესო ფაქტები: მულტფილმი პირველად 2017 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს. მულტფილმის საუნდტრეკი ბრიუსელის ფილარმონიის მხარდაჭერით ჩაიწერა. რუსულად მულტფილმს ახმოვანებენ ფილიპ კირკოროვი, პოლინა გაგარინა და ალექსეი ვორობიოვი.

„ხმა საფლავიდან" (Voice from the Stone) — რეჟისორ ერიკ დ. ჰაუელის ამერიკულ-იტალიური დრამატული ტრილერი, "სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავით ემილია კლარკით. გასული საუკუნის 50-იანი წლებია. იდუმალი ძველებური სასახლე ტოსკანაში. აქ ჩამოდის ვერენა, ახალგაზრდა ძიძა, რომელსაც აქვს იშვიათი ნიჭი ფსიქოლოგიურად ტრავმირებული ბავშვები ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნოს. ვერენა — 40 წლის ქვრივი კლაუსის უკანასკნელი იმედია, მის შვილს ჯეოკობს დედის გარდაცვალების შემდეგ სიტყვა არ დაუძრავს. თურმე, ბიჭმა დუმილის აღთქმა მანამდე დადო, სანამ დედის სული არ დაბრუნდება. მალე ვერენა მიხვდება, რომ გარდაცვლილის სული მას დამალობანას ეთამაშება, რათა მის სხეულში ჩასახლდეს. მასპინძელსა და გოგონას შორის გაჩენილი გრძნობა კვანძის სასწაულ გახსნას დააჩქარებს.

საინტერესო ფაქტები: ფილმი, რომლის გადაღება იტალიაში მიმდინარეობდა, სილვიო რაფოს რომანს ეფუძნება. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ მთავარ როლს მეგი ჯილენჰოლი შეასრულებს, თუმცა ჯილენჰოლი ემილია კლარკმა შეცვალა.

„მტრები" — ქართველი რეჟისორის გიორგი ღაჭავას რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული დრამა. მოვლენები ცხინვალში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს ვითარდება. მთავარ როლებში: მიხეილ გომიაშვილი და კახი კინწურაშვილი.

გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა რეჟისორ გაი რიჩის ფენტეზიური სათავგადასავლო ფილმი „მეფე არტურის ხმალი" (King Arthur: Legend of the Sword), საშინელებათა ამერიკული ფილმი „თავს უშველე" (Get Out) და რეჟისორ ბენ უიტლის ბრიტანული ფილმი „დიდი შუხური" (Free Fire).

ასევე თბილისის კინოთეატრებში — ამერიკული ფილმი სუპერგმირებზე „გალაქტიკის მცველები 2" (Guardians of the Galaxy Vol. 2) და დექს შეპარდის კრიმინალური კომედია „შმატრული" (CHIPS).

უქმეებზე ასევე ნახავთ რეზო გიგინეიშვილის თრილერს „მძევლები", რეჟისორ ფელიქს გერი გრეის და სცენარისტ კრის მორგანის ამერიკული ბოევიკი „ფორსაჟი 8" (The Fate of the Furious) და რეჟისორ ბილ კონდონის ამერიკული მხატვრულ-მუსიკალური ფილმი „მზეთუნახავი და ურჩხული" (Beauty and the Beast) ემა უოტსონით მთავარ როლში.

მულტფილმები ბავშვებისთვის — რეჟისორ ეშ ბრენონის სრულმეტრაჟიანი ჩინურ-ამერიკული მულტფილმი „როკ დოგი" (Rock Dog) და მარლა ფრეიზის წიგნის მიხედვით გადაღებული მულტფილმი „პატარა ბოსი" (The Boss baby).

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0