ხუთშაბათი, 18 მაისი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთში კი სეტყვა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქარი წამში 10-15 მეტრამდე დაუბერავს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 9-14 გრადუსი, დღისით კი 21-26 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. მაღალ მთაში ღამით იქნება 2-7, დღისით - 12-17 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 8-13, დღისით 18-23 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. მაღალ მთაში ღამით იქნება 1-6, დღისით — 6-11 გრადუსი სითბო.
თბილისში დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 13, ხოლო დღისით — 20 გრადუსი სითბო.
პარასკევი, 19 მაისი
დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 9-14 გრადუსი, დღისით კი 18-23 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. მაღალ მთაში ღამით იქნება 5-10, დღისით - 14-19 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 9-14, დღისით 22-25 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. მაღალ მთაში ღამით იქნება 4-9, დღისით — 12-17 გრადუსი სითბო.
თბილისში სინოპტიკოსები ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 13, ხოლო დღისით — 25 გრადუსი სითბო.