ზურაბ დათუნაშვილს საავადმყოფოდან გამოწერენ

© photo: Sputnik / Aleksey Filipov / გადასვლა მედიაბანკშიზურაბ დათუნაშვილი
ზურაბ დათუნაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ევროპის ორგზის ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში ცივი იარაღით დაჭრეს, სამშაბათს საავადმყოფოდან გაწერენ, აცნობეს "Sputnik-საქართველოს" საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
თბილისში დაჭრეს ევროპის ორგზის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

ინციდენტი სამი დღის წინ თბილისში მოხდა. დათუნაშვილი დანით მიყენებული ჭრილობით თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად სპორტსმენის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ინციდენტის დროს დაშავდა ზურაბ დათუნაშვილის ძმაც — გიორგი, რომელიც ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში არ გაუკეთებიათ კომენტარი იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლას, რომელიც პარიზში აგვისტოში გაიმართება.

დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონი მაისის დასაწყისში სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში გამართულ ტურნირზე გახდა. ფინალში 25 წლის დათუნაშვილმა ბელარუსი რაძიკ კულიევი დაამარცხა ანგარიშით 4:2, ორი წლის წინ მოპოვებული ტიტული დაიცვა და ევროპის ორგზის ჩემპიონი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0