ქართველი ფეხბურთელი ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა

© FC Locomotive Tbilisiფეხბურთი, ლევან ყენია
ფეხბურთი, ლევან ყენია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევან ყენია საქართველოს ჩემპიონატში თბილისის "ლოკომოტივს" მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველი ლევან ყენია კარიერას თბილისის "ლოკომოტივში" გააგრძელებს, ნათქვამია "რკინიგზელთა" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

26 წლის ფეხბურთელმა და "ლოკომოტივმა" წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმეს.

ბოლო სამი წელი ყენია პრაღის "სლავიაში" თამაშობდა. თუმცა, 2016/2017 წლის სეზონის ჩეხეთის ჩემპიონატზე ნახევარმცველი მოედანზე მხოლოდ ერთხელ გავიდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ყენიას პროფესიული კარიერა "ლოკომოტივში" დაიწყო, შემდეგ პერსპექტიული ფეხბურთელი "შალკემ" მიიწვია. ამჯერად, ყენია ბოლო ქართველი ფეხბურთელია, რომელთანაც კონტრაქტი გააფორმა კლუბმა, რომელიც ევროპული ჩემპიონატების ხუთეულში შედის (ინგლისი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი). კონტრაქტი 2008 წელს გაფორმდა და იმ დროიდან არც ერთი ქართველი ფეხბურთელი ამ ქვეყნების გუნდებში არ გადასულა.

ფეხბურთის მატჩი - ლოკომოტივი - საბურთალო - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი - XII ტურის მიმოხილვა

"შალკეში" ოთხი სეზონის დასრულების შემდეგ, ყენია გადავიდა უკრაინაში, სადაც გარკვეული პერიოდი ლვოვის "კარპატის" შემადგენლობაში თამაშობდა, შემდეგ კვლავ დაბრუნდა გერმანიაში და გააფორმა კონტრაქტი დიუსელდორფის კლუბ "ფორტუნასთან".

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ნახევარმცველმა 27 მატჩი ჩაატარა, სადაც ოთხი გოლი გაიტანა.

რაც შეეხება "ლოკომოტივს", საქართველოს ჩემპიონატის XII ტურის შემდეგ მას 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ის მეოთხე ადგილს იკავებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0