თბილისი, 16 მაისი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზმა ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების გამო დროებით მუშაობა შეწყვიტა, მაგრამ ამჟამად ის შეფერხების გარეშე მუშაობს, იუწყება „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“.
„თელასმა“ თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზს 16:15 წუთზე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა, რასთან დაკავშირებითაც საბურთალოს ხაზი მგზავრების მომსახურებას ვერ ახერხებდა.
მეტროსადგურების მუშაობა 16:45 წუთზე ჩვეულ რეჟიმში აღდგა, აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
თბილისის მეტროპოლიტენის ხაზების საერთო სიგრძე 26,3 კილომეტრია. ამჟამად თბილისში 22 მეტროს სადგური ფუნქციონირებს, რომელიც 2 ხაზზეა განლაგებული.