იმისთვის, რომ სხვებისთვის მიმზიდველი გავხდეთ, ეს რჩევები უნდა გავითვალისწინოთ.
ნერვული დაძაბულობა
2013 წელს ჟურნალმა Biology Letters გამოაქვეყნა მონაცემები იმის შესახებ, რომ ქალები, რომლებსაც სტრესის ჰორმონის — კორტიზოლის მაჩვენებელი მაღალი აქვთ, მამაკაცებისთვის ნაკლებად მიმზიდველნი არიან.
სიცრუე
კვლევების თანახმად, ტყუილი, თუნდაც სრულიად უმნიშვნელო, ადამიანის ის თვისებაა, რომელიც ადამიანებს "აფრთხობს".
გამოუძინებლობა
შვედმა მეცნიერებმა 2010 წელს დაამტკიცეს, რომ რაც უფრო ცოტა სძინავს ადამიანს, მით უფრო ნაკლებად იზიდავს ის სხვა ადამიანებს.
არაკეთილმოსურნეობა
ჩინეთში 2014 წელს კვლევის მონაწილეებს შესთავაზეს ადამიანების ფოტოების შეფასება, სადაც მათ ნეიტრალური გამომეტყველება ჰქონდათ, მაგრამ სხვადასხვა ემოციური ხელწერა. დადგინდა, რომ არაკეთილგანწყობილი ადამიანები ყველაზე მეტად არ მოსწონთ.
სხეულის "ჩაკეტილი" პოზა
ოთხი ამერიკული უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გულხელდაკრეფილი, მოხრილი მხრები და სხეულის სხვა "ჩაკეტილი" პოზები ადამიანებს არ მოსწონთ.
სიზარმაცე
ვისკონსინისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ ზარმაცი ადამიანი სხვებისთვის საინტერესო არ არის.
ძალზე ბედნიერი გამომეტყველება
ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში 2011 წელს კვლევებით დაადგინეს, რომ ქალებს ზედმეტად მომღიმარი მამაკაცები აფრთხობთ.
ძალზე მედიდური გამომეტყველება
იმავე კვლევებისას ასევე განისაზღვრა, რომ მამაკაცებს ძალზე ამაყი და მედიდური ქალები არ მოსწონთ.
სხეულის მსგავსი სუნი
ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტში გამოარკვიეს, რომ ადამიანები, რომლებსაც სხეულის მსგავსი სუნი აქვთ, ერთმანეთს არ იზიდავენ, რადგან ქვეცნობიერად ერთმანეთს ნათესავებად მიიჩნევენ.
იუმორის გრძნობის არქონა
ოლსტერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ, სქესის განურჩევლად, იუმორის გარეშე ადამიანები მიმზიდველნი არ არიან.