აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა პრაღაში ივნისში შედგება

© Sputnik / Alexander Imedashviliზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და რუსეთის დიპლომატები, ტრადიციულად, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობას განიხილავენ.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში ივნისის მეორე ნახევარში იგეგმება.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრები — საქართველოსა და რუსეთს შორის არაფორმალური დიალოგის ფორმატია, რომელიც 2008 წელს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ იმართება. ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველოს პოზიციის გამო რუსეთს ჟენევის მოლაპარაკებებში ეჭვი ეპარება

„შეხვედრა ივნისში ჩატარდება, მაგრამ ზუსტი თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ გვაქვს, სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევარში", — განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძე-კარასინის რეგულარული შეხვედრების ფორმატში მიმდინარეობს.

აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები ტრადიციულად პრაღაში იმართება და ითვალისწინებს დისკუსიას მხოლოდ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. დღევანდელ დღეს ეს საქართველოს წარმომადგენლებსა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის დიალოგის ერთადერთი ფორმატია. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის მოღვაწეობის ერთ-ერთ პრიორიტეტს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება წარმოადგენს. ამავე დროს საქართველოს ხელისუფლება პროდასავლური პოლიტიკის გატარებას აგრძელებს.

ყველა ახალი ამბავი
0