ჯგერენაია: ჩვენ გვაქვს განძი მიწის სახით და ხშირად მას არ ვიყენებთ

© FB/Emzar Jgerenaiaემზარ ჯგერენაია
ემზარ ჯგერენაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გაყიდვას ცუდი შედეგი არ შეიძლება მოჰყვეს, მიაჩნია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს ემზარ ჯგერენაიას.
ჯგერენაია: ჩვენ გვაქვს განძი მიწის სახით და ხშირად მას არ ვიყენებთ

„მართალია, მიწა განსაკუთრებული კაპიტალია ქვეყნისთვის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის უნდა გაიყიდოს. საქართველოს მასშტაბით მიწის კადასტრი უნდა დამთავრდეს და შემდეგ უნდა მოხდეს მისი უცხოელებზე გაყიდვა. ჩემი აზრით, ამას ცუდი შედეგი არ შეიძლება მოჰყვეს“, — განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ “Sputnik–საქართველოსთან” საუბრისას.

მორატორიუმი უცხოეთის მოქალაქეებისთვის მიწის ნაკვეთების მიყიდვის თაობაზე საქართველოში 2013 წლის ივლისში გამოცხადდა და მისი მოქმედების ვადა 2014 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. საქართველოს პარლამენტმა მაშინ კანონში შესწორებები მიიღო, რომლის თანახმად, შეჩერდა იმ დებულების მოქმედება, რომელიც უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვის ნებას აძლევდა. თუმცა, მოგვიანებით, 2014 წლის ივნისში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პარლამენტის გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად სცნო.

ყველა ახალი ამბავი
0