"ქართული სუფრა": უკრაინელმა საქართველოზე სამაგიდო თამაში მოიგონა

გამოწერა

საქართველოში მცხოვრებმა უკრაინელმა ალექსანდრ პიჩუგინმა უჩვეულო სუვენირი და გასართობი საშუალება მოიგონა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება თბილისის სუვენირების ბაზრის ერთ-ერთი სიახლე.

საქართველოში მცხოვრებმა უკრაინელმა ალექსანდრ პიჩუგინმა მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა ბევრისთვის ცნობილი სამაგიდო თამაშის "კროკოდილის" ქართული ვარიანტი შეექმნა, რომელიც ბევრ მოთამაშეს შეუძლია ითამაშოს ერთდროულად.

"თამაში ბარათებისგან შედგება, რომლებზეც დატანილია ექვსი სიტყვა. აქედან ხუთი სიტყვა საქართველოს ეხება, მეექვსე სიტყვა კი არის რთულად ასახსნელი და საქართველოს არანაირად არ უკავშირდება. თამაშის მიზანი არის სიტყვების ახსნა და გამოცნობა. გაატარეთ თავისუფალი დრო ხალისიანად და საინტერესოდ საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ", — გვიამბო ალექსანდრ პიჩუგინმა.

მისი თქმით, შექმნისას თამაში განიხილებოდა სუვენირადაც. გარდა ამისა, თამაშის თითოულ ყუთს მოჰყვება არა მხოლოდ წესები, არამედ საუკეთესო ქართული სადღეგრძელოების კრებულიც.

ყველა ახალი ამბავი
0