მაჭუტაძე: ეს პირველი შემთხვევაა, რომელიმე ჰაბიტატს გლობალური სტატუსი რომ ენიჭება

© FB/ Izolda Matchutadze"მცენარე კოსტელეტსკია"
მცენარე კოსტელეტსკია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი იზოლდა მაჭუტაძე გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი მცენარის - კოსტალეცკიას შესახებ საუბრობს, რომელიც საქართველოს ენდემურ სახეობებს მიეკუთვნება და რომელსაც, ქალბატონი იზოლდას დამსახურებით, გლობალური სტატუსი მიენიჭა.
მაჭუტაძე: ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოში, რომელიმე ჰაბიტატს გლობალური სტატუსი რომ ენიჭება

„კოსტალეცკია შეფასებულია, როგორც გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა. ჩვენ ვიკვლევთ, რამ გამოიწვია ამ მცენარის რიცხოვნების შემცირება. ვიკვლევთ ყველგან, არა მარტო საქართველოში, არამედ ხმელთაშუაზღვისპირეთში და სხვა ქვეყნებში, სადაც კი ეს მცენარე იზრდება“, — ამბობს მაჭუტაძე.

როგორც ქალბატონმა იზოლდამ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას განაცხადა, კოლხეთის პატარა მონაკვეთზე, კოსტალეცკიას გარდა, თავმოყრილია უამრავი გლობალური სტატუსის მქონე ჰაბიტატი და სახეობები, რომლებიც საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი.

ყველა ახალი ამბავი
0