გულნაზ რამიშვილი: ღამე მეღვიძება, ვდგები და ვწერ

© photo: Sputnik / მერი ბლიაძეოთარ და გულნაზი რამიშვილები
ოთარ და გულნაზი რამიშვილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მომღერლისა და გიტარისტის ოთარ რამიშვილის მეუღლე „Sputnik-საქართველოს“ იმ ჩანაწერების შესახებ უამბობს, რომლებსაც ბატონი ოთარის გარდაცვალების დღიდან აკეთებს.
გულნაზი რამიშვილი: ღამე მეღვიძება, ვდგები და ვწერ

„ოთარი როცა დაიღუპა, მაშინ დავიწყე ჩანაწერების გაკეთება. წელიწადნახევრის შემდეგ შეუძლოდ გავხდი და ოპერაცია დამჭირდა. ის პერიოდი, რა თქმა უნდა, წერა აღარ შემეძლო. როდესაც მდგომარეობიდან გამოვედი, იმ დღის შემდეგ წერა არ შემიწყვეტია. შვიდი წლის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით ავადმყოფობის დღეებს, ყოველ დღე, ყოველ ღამე ვაკეთებდი ჩანაწერებს“, — განაცხადა ქალბატონმა გულნაზმა.

ბატონი ოთარის და ქალბატონი გულნაზის სიყვარულზე ლეგენდები დადის. წყვილმა 42 წელი იცხოვრა ერთად. ქალბატონი გულნაზის განცხადებით, ეს 42 წელი მისი ცხოვრების ძალიან დიდი საჩუქარი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0