თბილისი, 15 მაისი — Sputnik. კახეთში, ახმეტის რაიონის სოფელ დიკლოში, ყვარლიდან ჩრდილოეთით 48 კილომეტრში 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, აღნიშნულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებ-გვერდზე.
მიწისქვეშა ბიძგები სამშაბათს, 14:29 საათზე დაფიქსირდა.
საქართველო სეისმურად საშუალოდ აქტიურ ტერიტორიაზე მდებარეობს. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა, რაჭის 1991 წლის 7-ბალიანი მიწისძვრა იყო, რომელსაც 200 კაცი ემსხვერპლა, ხოლო 46 ათასი ნაგებობა დაინგრა.