როგორ უყვარდათ საქართველოში

© ეროვნული არქივისიმონ ჩიქოვანი და მარიკა ელიავა
სიმონ ჩიქოვანი და მარიკა ელიავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველოს“ ამ რუბრიკაში ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების სასიყვარულო ბარათებიდან ამონარიდებს გთავაზობთ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე სეირნობისას ახალგაზრდა ფუტურისტ პოეტს და შემდგომში საზოგადო მოღვაწეს სიმონ ჩიქოვანს დები ელიავები — სუსანა და მარიკა დაუნახავს. მარიკას სილამაზეს წამში მოუნუსხავს სიმონი, მისი ვინაობაც იქვე გაურკვევია და უთქვამს, ეს გოგო ჩემი ცოლი გახდებაო…

მათ 1932 წელს იქორწინეს და მალევე, 1937 წელს რეპრესირებული მარიკას ძმის ნიკო ელიავას და თინათინ ქუთათელაძის ვაჟი — ნიკა იშვილეს.

ცოლ-ქმარი ერთმანეთის ერთგული მეგობრები იყვნენ. მარიკა სიმონის შემოქმედების პირველი მსმენელი და მრჩეველი იყო.

სიმონ ჩიქოვანის სასიყვარულო წერილი მარიკა ელიავას
სიმონ ჩიქოვანის სასიყვარულო წერილი მარიკა ელიავას - Sputnik საქართველო
სიმონ ჩიქოვანის სასიყვარულო წერილი მარიკა ელიავას

1962 წელს მარიკას სიმსივნე აღმოჩნდა, დიაბეტით დაავადებული სიმონის მდგომარეობა კი გაუარესდა, ის თითქმის დაბრმავდა. ექიმებმა დროებით შეძლეს მარიკას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

სიმონ ჩიქოვანი 1966 წლის 22 აპრილს გარდაიცვალა. იგი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. ორი წლის შემდეგ მარიკაც გარდაიცვალა. მან წინასწარ დაიბარა, დამწვით და ფერფლი ჩემი ქმრის საფლავზე მოაბნიეთო…

 

წერილი: საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ლიტერატურული კალენდარი, 2013 წელი.

მასალა მოამზადა თამარ კაპანაძემ. 

ყველა ახალი ამბავი
0