ალექსანდრე ჯავახიშვილი: ხომალდი იყო დატვირთული ბირთვული იარაღით

© photo: Sputnik / მერი ბლიაძეკონტრადმირალი, გორგასლის მესამე ხარისხის ორდენოსანი ალექსანდრე ჯავახიშვილი
კონტრადმირალი, გორგასლის მესამე ხარისხის ორდენოსანი ალექსანდრე ჯავახიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების პირველი სარდალი, კონტრადმირალი ალექსანდრე ჯავახიშვილი იხსენებს, საბჭოთა კავშირის დროს ვისგან მიიღო დავალება და როგორ შემოუარა დედამიწას გარშემო წყალქვეშა ხომალდით.
ალექსანდრე ჯავახიშვილი: ხომალდი ბირთვული იარაღით იყო დატვირთული

„წყალქვეშა მოგზაურობა დაიწყო 1972 წლის 17 იანვარს, რაც ოფიციალურად საბჭოთა კავშირის შექმნის 50 წლის იუბილესთან იყო დაკავშირებული,  სინამდვილეში კი ეს იყო საიდუმლო დავალება და არსებობდა დახურული საკითხები. რეალურად რა მისიას ვასრულებდით, ამაზე არავინ საუბრობდა. ამ წყალქვეშა ლაშქრობის მიმართ დაინტერესება ძალზე დიდი იყო“, — იხსენებს ჯავახიშვილი.

ალექსანდრე ჯავახიშვილს 1970 წელს მიენიჭა პირველი რანგის კაპიტნის წოდება. მეთაურობდა საბჭოთა ფლოტის წყალქვეშა ატომურ კრეისერს. დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების პირველმა სარდალმა 1972 წელს საბჭოთა წყალქვეშა ხომალდით, ბალისტიკურ-სარაკეტო წყალქვეშა ატომური კრეისერით დედამიწას შემოუარა. გასაგები მიზეზების გამო, ეს ოპერაცია გრიფით „საიდუმლო“ ჩატარდა და იმ პერიოდში მასზე საუბარი აკრძალული იყო. ამ ოპერაციიდან 45 წელი გავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0