ველოგარბენი თბილისში — „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“

© საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო„გზა ევროკავშირისკენ“ - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის
„გზა ევროკავშირისკენ“ - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიებაში დაახლოებით ორასიმოყვარული ველომრბოლელი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ შს სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებიც.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ და ევროპის დღეების ფარგლებში, თბილისში სამოყვარულო ველოგარბენი „გზა ევროკავშირისკენ“ გაიმართა, იუწყება შსს-ის პრესსამსახური.

ველოგარბენის მიზანი, რომელმაც სტარტი ვაკის პარკიდან აიღო და ი.ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირების გავლით, თავისუფლების მოედანზე დასრულდა, იყო ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ღონისძიებაში დაახლოებით ორასიმოყვარული ველომრბოლელი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ შს სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებიც.
ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

ორგანიზატორებმა სიმბოლურად გამოავლინეს სხვადასხვა ნომინაციის ექვსი გამარჯვებული, რომლებსაც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული პრიზები, ველოსპორტისთვის საჭირო აქსესუარები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.

ყველა ახალი ამბავი
0